თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით დაჭრა.
სამართალდამცავებმა დაჭრილი დააპატიმრეს და თელავის რაიონულმა სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
დაჭრილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე და 151 მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.
სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა ქალმა, მეუღლეს ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა.
ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118- მუხლითაა დაწყებული, თუმცა, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
დაკავებული კაცის ადვოკატი ამბობს, რომ ფაქტს არასწორი კვალიფიკაცია აქვს და ბრალი არა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, არამედ, ბრალდებულის ცოლისთვის უნდა წაეყენებინათ.
წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში ივნისის ბოლოს გაიმართება.









