უფლებადამცველ ანა არგანაშვილის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ვიდოები ვრცელდება, რომელიც უხეშად არღვევს ბავშვების უფლებებს, მათ პერსონალურ მონაცემებსა და ყველა კანონს:
ამ წუთებში ვრცელდება ვიდეოები ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან და ყველა ვიდეოში ხდება ბავშვებზე ძალადობა: ბავშვებს ეკითხებიან გინდა თუ არა აქედან წასვლა, ბავშვები ტირიან და არიან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.
ბავშვების პერსონალური მონაცემები ირღვევა, ყველა კანონი ირღვევა. სად არის სახელმწიფო ამ დროს?
თქვენ ბავშვები სათამაშოები გგონიათ?
ბავშვებს აპირისპირებენ სოციალურ მუშაკებს და მშობელს და ატირებენ, ეს არის არაადამიანური მოპყრობა – წერს არგანაშვილი.
უფლებადამცველები სახელმწიფოს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ:
ეს ე.წ. მეუფე სპირიდონი ლაივებს დებს ფეისბუქზე, რომელშიც ბავშვებს ეკითხება წასვლა გინდათ თუ დარჩენაო. სტრესი აკლიათ მაგ ბავშვებს და ეს უმატებს. რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო?? – წერს იურისტი თამაზ ახობაძე.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.










