საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 205 ადამიანი.
ოფიციალური მონაცემებით, ჩატარდა 28 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 183, „პისიარ“ ტესტით – 12 008.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,16%, ბოლო შვიდი დღის – 2,91%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346 983 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 330 721 გამოჯანმრთელდა, 4 853 გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 155 538 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 158.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევების ქვეყნის მასშტაბით განაწილებას, მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა,
- აჭარა – 63,
- იმერეთი – 78,
- ქვემო ქართლი – 46,
- შიდა ქართლი – 32,
- გურია – 15,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76,
- კახეთი – 53,
- მცხეთა-მთიანეთი – 13,
- სამცხე-ჯავახეთი – 15,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც:
- 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 914, აჭარაში – 361, იმერეთში – 435.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში – 371, აჭარაში – 80, იმერეთში -148.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 15, იმერეთში – 14.
- 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 – თბილისში, 233- აჭარაში.
- 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.










