ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელ სხეულზე, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს დამწვრობისგან თავის დასაცავად რჩევებს აძლებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გარუჯვის პროცესში მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები და მზეს ბავშვები და მოხუცები მოარიდონ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიზეზით კლინიკაში ჯერჯერობით არავინ მოხვედრილა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიღების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი გავიდა.










