ქალმა, რომელმაც დღეს დილით თავი მოიკლა, მეზობლების ინფორმაციით, თვითმკვლელობა ორი კვირის წინ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც სცადა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულ ქალბატონზე გავლენა გადატანილმა კორონავირუსმა მოახდინა.
,,ორი თვის წინ მთელს ოჯახს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდნენ. სიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. დაახლოებით, ორი კვირის წინ ქალბატონი საავადმყოფოს პირველი სართულიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა. საავადმყოფოდან ახალი გამოწერილია. დღეს მეხუთე სართულიდან გადმოხტა. არ ვიცი რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. კოვიდ გადატანილი ადამიანი ყოველთვის აღგზნებულია და ალბათ, ვერ გაუძლო. კოვიდით მისი სიძე გარდაიცვალა, ქალიშვილი კი ახლაც ცუდადაა, ესეც მოახდენდა გავლენას,”‘-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი “რადიო ძველ ქალაქთან” საუბრისას.
,,დილით საშინელი ხმა გავიგეთ. ისეთი ხმა იყო, გახედვისაც შეგვეშინდა. მოულოდნელი იყო ეს ამბავი. როგორც ვიცით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრებიც იმყოფებდოდნენ და მომხდარი დაინახეს. ოჯახში ყველამ კოვიდი გადაიტანა, სხვა რაიმე პრობლემა, როგორც ვიცი, არ ჰქონიათ,’’- ითხრა რადიოს “ძველ ქალაქს” მეზობელმა.
შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
radiodk.ge










