LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართველი ხუთეულის ინოვაციური მიღწევა-დიდი ჰიდროელექტრო სადგურების ერა სრულდება ?

ქართველი ხუთეულის ინოვაციური მიღწევა-დიდი ჰიდროელექტრო სადგურების ერა სრულდება ?

დაპოსტა 2021/05/31-ში
A A
291
ნახვა
გაზიარება

ბაჩანა (ნუგზარ) ბერიძე და რეზო თოდუა  19 წლისანი არიან. ისინი საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლობენ.  დავით ბერულავა 15 წლის, სკოლის მოსწავლეა, კომაროველი  მარიამ გურჯიევი -17 წლისაა,   ბექა ბერიძე კი, 16 წლის. მათ ერთმანეთი რობოტექნიკის აკადემია UG-LIMES-ში გაიცვნეს.

გუნდის მისია ყველამ გაითავისა.  ბაჩანა ბერიძე ჟურნალ ,,გზის“ კორესპოდენტს პასუხობს, რომ თავდაუზოგავი შრომით იმ რევოლუციურ იდეამდე მივიდნენ, რასაც “ტრიბოელექტრული ფარდა” უწოდეს.

,,– ჩვენი არჩეული გზა გვიბიძგებს, მუდმივად თვალი ვადევნოთ ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განვითარებას. ეს კი უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, განუწყვეტლივ ვიფიქროთ საკუთარი პროდუქტის შექმნაზე. ამგვარი მისწრაფებითა და თავდაუზოგავი შრომით მივედით იმ რევოლუციურ იდეამდე, რასაც “ტრიბოელექტრული ფარდა” ვუწოდეთ. გამოგონების მიზანია, ელექტროენერგია ჰაერის მცირე ნაკადის მეშვეობით გამოიმუშაოს. იგი ელექტროენერგიის გამომუშავებას ფარდისმაგვარი ნაწილაკებით ახერხებს, რომლებიც ქარის დროს მუდმივად მოძრაობენ. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ჰაერის ნაკადების მეშვეობით მუშაობს, ცხადია, რომ მასში გავლილი ჰაერის ნაკადი, მისგან გამოსვლის დროს თითქმის სრულად დაკარგავს ძალას. ამ ფაქტის მიხედვით პროდუქტის მრავალფუნქციურობა იკვეთება, ის ერთგვარ ქარსაცავადაც კი შეიძლება გამოდგეს. სტრუქტურიდან გამომდინარე, შეიძლება მისი მრავალსართულად გაკეთება, რაც ეფექტიანობას ბევრად გაზრდის. მისი გამოყენება ეფექტიანი იქნება იმ ადგილებში, სადაც ჰაერის ნაკადი ინტენსიურადაა. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს როგორც სატრანსპორტო, ისე მეტროს გვირაბი, აგრეთვე შესაძლოა დამონტაჟდეს კორპუსის სახურავებზე, რადგან სიმაღლეზე შედარებით დიდია ჰაერის ნაკადი. ამგვარი გამოყენებით იგი შეძლებს გამომუშავებული ენერგია მოახმაროს გვირაბის განათებას ან კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას. ეს სისტემა თუკი აქტიურად დაინერგება მსოფლიოში, ძალიან დაეხმარება კაცობრიობას ენერგიის წარმოებაში. შემცირდება ისეთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც ზიანს აყენებენ ეკოსისტემას. გამოირიცხება დატბორვა, აფეთქება, წყალმოვარდნის საშიშროება და ა.შ. აღნიშნული თვისებები, მარტივი მექანიზმი და მისი ბიუჯეტურობა ის უმთავრესი მახასიათებლებია, რაც პროდუქტს რევოლუციურ სახელს ანიჭებს და გამოჰყავს ინოვაციურ პროდუქტთა ასპარეზზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ამ იდეის დანერგვაა მსოფლიო მასშტაბით და აღნიშნული პროდუქტის წარმოება.
წარმატება “ათასწლეულის ინოვაციის” კონკურსზე.“. განაცხადა ჯგუფის ერთ ერთმა ლიდერმა ბაჩანა ბერიძემ.  

კონკურსზე ხუთეულმა, მართლაც გაიმარჯვა და ფინალშიც გავიდა :

“ტრიბოელექტრული ფარდა“- არის ახალი თაობის ქარის ელექტროსადგური. ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის გამომუშავების იმ დონეს აღწევს, რომელსაც არ გააჩნია არავითარი შემზღუდავი ფაქტორი გარემოსგან, იქნება ეს ამინდი, თუ დღე–ღამური ციკლი. ის ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა და საფრთხეს არ უქმნის ბუნებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრიბოელექტრული ფარდის შექმნა არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.”-წერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი. გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი – Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი – DBM

ახლა მთავარია ახალგაზრდა გამომგონებელთა  იდეამ სახელმწიფო მხარდაჭერა მოიპოვოს და  თავი დაიცვას, რადგან როგორც ბაჩანა ბერიძე ამბობს : ,,რაც უფრო მაღალი დონისა და გლობალური ხასიათისაა ახლად შექმნილი პროდუქცია, მით მეტად ჩნდება სურვილი პლაგიატობისა. ვფიქრობ, ჩვენი პროექტიც საკუთარი უნიკალურობის წყალობით ერთ-ერთი მათგანი იქნება, რომელიც შესაძლოა, პლაგიატების სამიზნე გახდეს. თუმცა, არსებობს საავტორო უფლებების დაცვის საშუალება (დაპატენტება). ამისთვის კი გარკვეული თანხაა საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, როცა საქმე ამგვარი პოტენციალის მქონე პროექტს ეხება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არა აქვს, სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს ბიუჯეტი მის დასაცავად.

აღსანიშნავია რომ განახლებადი ენერგიები კლიმატური ცვლილებების რისკების   დაზღვევის საუკეთესო გზაა. “ტრიბოელექტრული ფარდა”   ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა, საფრთხეს არ უქმნის ბუნებას და არც  დიდ ხარჯებთანაა  დაკავშირებული.

მარიამ გურჯიევი და დავით ბერულავა საქართველოს სახელით ბულგარეთში თავიანთ ინოვაციურ გამოგონებას მსოფლიოს  გააცნობენ.

 

გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

IP უკვე გარკვეული მაქვს – რას ამბობს ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - უთხრა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ "TV პირველს". ცნობისთვის, "ფეისბუქზე" გურამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"