“ენკა” აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. კომპანია სოფელ გუმათში შეკრებილებს მიმართავს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული მოვლენათა ესკალაცია.
“პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ,” – წერია განცხადებაში.
კომპანია მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და განმარტავს, რომ ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც მხოლოდ სადერვაციო გვირაბის მშენებლობას გულისხმობს.










