LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს კურორტი, სადაც ნული ბაქტერიაა და მსოფლიო ორეულში შედის

საქართველოს კურორტი, სადაც ნული ბაქტერიაა და მსოფლიო ორეულში შედის

დაპოსტა 2021/05/28-ში
A A
75
ნახვა
გაზიარება

„ყველაზე მთავარი გამოწვევა არის, რომ არ დავთვალოთ ტურისტების რაოდენობა და დავთვალოთ ის შემოსავლები, რომელსაც მივიღებთ ტურისტული ბიზნესიდან“, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ახალმა კონსულტანტმა ვალერი ჩეხერიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დღესაც კი, პოსტ-პანდემიურ პირობებში აქვს იმის პოტენციალი, რომ მოიზიდოს ტურისტები, შესთავაზოს მათთვის საინტერესო მიმართულებები და პარალელურ რეჟიმში იმუშაოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

როგორც ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, ახლა არ არის იმის დრო, რომ ჯერ ქვეყანა მოემზადოს და შემდეგ მოიზიდოს ტურისტები – “ ჩვენ შეგვიძლია დავახვედროთ ის, რაც გვაქვს და სწორად შევფუთოთ“.

„ყველაზე მთავარი გამოწვევა არის, რომ არ დავთვალოთ ტურისტების რაოდენობა და დავთვალოთ ის შემოსავლები, რომელსაც მივიღებთ ტურისტული ბიზნესიდან. ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს, უფრო მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვაზე საქართველოში, უფრო მეტი პროდუქტის შექმნაზე და სწორი მენეჯმენტის გაწევაზე, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან აკლია (და ყოველთვის აკლდა). მე რომელი ბიზნესიდანაც მოვდივარ, შევძელით და მოვიზიდეთ მაღალმხარჯველი ტურისტები და შემოვიყვანეთ არა იმიტომ, რომ შევთავაზეთ „ლაქშერი“ სასტუმროები, არამედ შევთავაზეთ ძალიან ბევრი ისეთი სერვისი, რაც მათ აინტერესებდათ.

ჩვენთან არის ძალიან ბევრი ის ნიშა, რომელიც დღეს გამოუყენებელია ტურიზმის მიმართულებით. ეს არის გასტრონომიული ტურიზმი. დღეს საქართველოში და განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად ხდება ყურადღების გამახვილება სუფთა საკვების მიწოდებაზე. ამას ძალიან ბევრი მომხმარებელი მოჰყვება, რომელიც მზად არის გადაიხადოს, იმიტომ, რომ იცის, სუფთა საკვები არ არის იაფი. ამიტომ ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ფერმერული მეურნეობები, რომელიც მიბმული იქნება სასტუმროს ბიზნესზე და იმ ეკო-ტურისტულ მიმართულებებზე, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრი აქვს. მაგალითად, აბასთუმანი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ფილტვებისთვის იყო ძალიან კარგი სამკურნალო მიმართულება და ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ. ზუსტად ეს დაავადებაც, ვგულისხმობ პანდემიას, ფილტვებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, ამის მარკეტინგულად სწორად შეფუთვა, კარგ შედეგს მოგვცემს. დავოსი და აბასთუმანი – მსოფლიოში ეს ორი კურორტია უნიკალური, სადაც არის ნული ბაქტერია. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს წინ წამოვწიოთ“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს პანდემიასთან თანაცხოვრება ისე, რომ ტურიზმის განვითარებაც შესაძლებელი იყოს.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება პანდემიასთან, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და არ გავავრცელოთ. ამასთან, ვაქცინაცია იქნება ნომერ პირველი ამოცანა, თუმცა შეიძლება პანდემიასთან ერთად ჩატარდეს და მოვიზიდოთ კონფერენციები და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი.

დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ ჯერ ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდეგ ტურიზმის მოზიდვას. ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. ჩემი, როგორც კონსულტანტის რეკომენდაციები ამ მიმართულებით არის, რომ იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, სად შეიძლება მივიღოთ მაღალმხარჯველი ტურისტი, მხოლოდ იმ რეგიონებზე გავაკეთოთ აქცენტი და შევთავაზოთ და სად შეიძლება მივიღოთ ექსტრემის მოყვარული მოგზაურები, რომელსაც ცუდი გზა, იგივე უსინათლობა მოსწონს… ასეთი მოგზაურებიც არიან, ვინც დავუშვათ „დროში მოგზაურობს“, ე.წ. ექსტრემ ტურისტები არიან. პარალელურ რეჟიმში კი აუცილებლად ვიმუშავებთ ახალი პროდუქტების, ახალი მიმარულებების შექმნაზე. თუნდაც მომავალი წლისთვის მოვემზადოთ, რომ ტურისტებს ახალი ქალაქები, სოფლები შევთავაზოთ, რომელსაც აქვს ბევრი შეთავაზება, ტალახიდან დაწყებული, დამთვრებული ისეთი უნიკალური მიმართულებებით, როგორიც არის ბახმარო, აბასთუმანი… დღეს არ შეგვიძლია და არ გვაქვს დრო, ვიფიქროთ, რა დავახვედროთ, დღეს შეგვიძლია რომ დავახვედროთ ის, რაც გვაქვს და სწორად შევფუთოთ“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

“სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიაც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში ,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვის უმზადებს დიდ სიურპრიზს ოქტომბრის ბოლო კვირა – ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს ასახელებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ოქტომბრის ბოლო კვირა სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაძლოა მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდეს! კურო: შესაძლოა, მიიღოთ სიახლე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ფინანსურ საკითხებში ან პირად ცხოვრებაში მოულოდნელმა შესაძლებლობამ თქვენი განწყობა საგრძნობლად...

დაწვრილებითDetails

მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის კაცს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

მამუკა მანიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა — ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 60 წლის მსჯავრდებულის საქმეზე დასკვნითი პროცესი დასრულდა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა მანიას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას...

დაწვრილებითDetails

3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
თავის ტკივილი და გამომწვევი მიზეზები
მთავარი

თავის ტკივილი 200-ზე მეტი დაავადების სიმპტომია. ზოგიერთი სახის თავის ტკივილი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგალითად შაკიკი. ასე რომ, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ გენებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში იწვევს თავის ტკივილის შეტევებს. შაკიკი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში თანხის დაბრუნებას გაუმარტივებს. ახალი წესების თანახმად, მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ. რეგულაციას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული...

დაწვრილებითDetails

“ვადაგასული სურსათი გამოავლინეს” – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111“-ის (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება
მთავარი

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება: „საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი...

დაწვრილებითDetails

რუსეთთან ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. კერძოდ, ამით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"