კასპის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში, საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს, მეხანძრე-მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
“მთავარი არხის” ვებგვერდს ცხედრის პოვნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე თქმით, ექსპერტიზა დაადგენს, არის თუ არა ის 21 მაისს გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი.
ცნობისთვის, 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, სოფელ მეტეხის მკვიდრი გაუჩინარდა. როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.










