“აი ფაქტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ადამიანებმა პირი ამოიკერეს. ისინი, #მარგანეცი -ს მოპოვების გამო დანგრეული სახლებისთვის, ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ. კომპანიის მფლობელები მათ არ უსმენენ და არც შესაბამის კომპენსაციას უხდიან.
ამ დროს კი მთავრობას ათიათასობით ლარს სწირავენ.
შპს “შუქრუთი +”-ის მფლობელი “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის შემწირველია. ნოდარ მიქაბერიძემ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი შესწირა, 2019-2020 წლებში კი “ქართული ოცნებას” 110 ათასი ლარი.










