სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის განცხადებით, გუმათთან ახლა არაკონსტიტუციური პროცესები მიმდინარეობს და ადამიანებს გადაადგილების უფლება აქვთ შეზღუდული.
მისივე ინფორმაციით, მობილიზებული ათასობით საპოლიციო ძალა. რაც შეეხება ამ საღამოს მომხდარ ინციდენტს, როგორც ღვინიანიძე ამბობს, თავად არ შესწრებია, თუმცა არსებობენ თვითმხილველები, ვინც ამბობენ, რომ დაკავებულებს პოლიცია უსწორდებოდა ფეხით.
გუმათში ამ დროისათვის შედარებით მშვიდობაა. რიონის ხეობის მცველები სამართალდამცველებთან კომუნიკაციას და დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი.