ვინ არის დამნაშავე გელათზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე – რეაბილიტაციასთან და ისტორიული-კულტურული ძეგლის ამჟამად არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სამართლებრივ კვლევას დღეს ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” გამოაქვეყნებს.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია პროცესთან მიმართებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს როლზე. ახალგაზრდა ადვოკატები წარმოადგენენ რეკომენდაციებსაც.
“საზოგადოება კვლევის საფუძველზე პირველად მიიღებს უახლეს ინფორმაციას. ვინ არიან ის პასუხისმგებელი სუბიექტები, რომლებმაც ძეგლის დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვიეს და რა როლი აკისრია ამ პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტომ ეს პასუხისმგებლობა არასწორად გადაანაწილა, ხოლო სასამართლოების მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული და ბრმად გაზიარებული სააგენტოს გარკვეული სადაო პოზიციები,” – აცხადებს ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” წევრი არჩილ კაკიაშვილი.










