იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის, თემურ გოგოხიას, ლევან მიქაბერიძის, ბადრი შონიას და გოჩა აბუსერიძის არჩევას ხმაური მოჰყვა.
“სირცხვილია” ამ შეძახილებით შეხვდა სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების არჩევას.
“მოსამართლეები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ყველაფერი წყდება იმის მიხედვით, რა სურვილებიც აქვს “ქართულ ოცნებას” და მურუსიძე – ჩინჩალაძე – შენგელიას კლანს”, – აცხადებს რუხაძე.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა.
ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს.
ინფორმაციას “ინტერ პრესს ნიუსი” ავრცელებს.










