დელფინარიუმების გამოყენება აკრძალულია ბრიტანეთში, კოსტა-რიკაში, კანადაში, ამერიკის რამდენიმე შტატში. დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ დაწესებულებაში ცხოველების გამოყენება გართობის მიზნით აკრძალულია.
1) დელფინს არ შეუძლია იცოცხლოს მოძრაობის გარეშე. ბუნებრივ არეალში დელფინი საშუალოდ 100 კილომეტრს ფარავს დღეში, აუზში ამდენს ვერ გაცურავს.
2) ბუნებრივ არეალში დელფინები ცოცხლობენ 25 დან 50 წლამდე. დელფინარიუმში დელფინების უმეტესობა კვდება დაბადებიდან პირველ ორ წელიწადში. მათი სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელია – 5 წელი.
3) დელფინები ცხოვრობენ ოჯახებად. დაჭერის დროს ზოგიერთი დელფინი კვდება ფსიქოლოგიური შოკის მიღების გამო. ისინი კი, ვინც გადაურჩება სიკვდილს, მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებიან ოჯახთან დაშორების გამო.
4) დელფინები მოძრაობენ ექოლოკაციის დახმარებით. აუზში მათი სონარის რევერბერაცია ირეკლება კედლებიდან და ზოგიერთი დელფინი იღებს უდიდეს შოკს.
5) ხშირია ტყვეობაში მყოფი დელფინების თვითმკვლელობა. ისინი შეგნებულად აკეთებენ ყოველ ჩასუნთქვას.როცა უკვე მათვის გაუსაძლისია სიცოცხლე, ისინი უბრალოდ აჩერებენ სუნთქვას.
6) დელფინარიუმებში დელფინებს უკეთებენ ტრანკვილიზატორებს ანტიდეპრესანტების სახით, რათა დელფინმა არ გამოავლინოს აგრესია სტრესის გამო.
7) აუზში სისუფთავეს იცავენ ქლორის, სპილენძის სულფატის და სხვა ქიმიკატების საშუალებით, ამის გამო დელფინების უმეტესობა მოძრაობის დროს ხუჭავს თვალებს, რადგან არ მიიღონ ქიმიური დამწვრობები.
შიმშილი და მათი მარტოდ ყოფნა არი მათი გაწვრთნის მეთოდი.
9) დელფინებს არ შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ტანჯულად მიუხედავად მათი ამდენი წამებისა, რასაც ისინი განიცდიან ტყვეობაში…
ნუ შეიყვანთ თქვენს თავს ილუზიაში მათი ”ბედნიერი” მომღიმარი სახის შემხედვარე.
და რამდენსაც შეხვალთ დელფინარიუმში, იცოდეთ რომ თქვენ ხელს უწყობთ მათ წამებას.