ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა 27 სექტემბერს Twitter-სა და Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ცარიელი მეტროსადგური, სადაც ქალი იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ოპერიდან “ჯანი სკიკი” არიას O mio babbino caro-ს ასრულებს.
“4 მილიონი ადამიანი ეძახის ლოს-ანჯელესს თავის სახლს. ოთხი მილიონი ისტორია. 4 მილიონი ხმა.. ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაჩერდე და მოუსმინო ერთ-ერთ მათგანს, რათა გაიგო საოცრება”, – დააწერა ვიდეოს სათაურად პოლიციამ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა ქალი 52 წლის, უსახლკარო ემილი ზამორკაა, რომელიც აშშ-ში რუსეთიდან ჩავიდა.
მომღერალი ქალის ვიდეო მთელმა ინტერნეტ სივრცემ აიტაცა. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მას იტალიური მემკვიდრეობის საღამოში მონაწილეობა შესთავაზეს. ქალაქში ქალის დასახმარებლად და ნორმალური პირობების შესაქმნელად კამპანიაც წამოიწყეს.