ტრაგიკული შემთხვევა – იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. შემთხვევა ჩრდილოეთ იტალიაში მაჯიორეს ტბასთან მოხდა. ადგილზე მყოფი სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.
ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში ორი ბავშვი გადაიყვანეს.










