ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შიმშილს მე-2 დღეა აგრძელებენ. განათლების სამინისტროსთან გუშინ მათი ნაწილი შეუძლოდ გახდა.
სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ მრავალწლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს კრიმინალური წარსულის მქონე პრი არ უნდა მართავდეს.
“იგი არის 4-ჯერ ნასამართლევი ძალიან მძიმე მუხლებით. მოსვლის დღიდან შენობების გასხვისების მეტი არაფერი უკეთებია და აანონსებს კიდევ სხვა შენობების გასხვისებასაც, რომელიც გამოიწვევს ფაკლუტეტების სიკვდილს. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ბატონი ჩხენკელი არ გადაწყვეტს ჩვენთან შეხვედრას, ვიშიმშილებთ, ვიქნებით ამ ტერიტორიაზე”, – თქვა სტუდენტმა, გიროგი ერისთავმა.
პროტესტს უერთდება “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვისაც”, რომელიც მიიჩნევს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს “მაფიოზი” არ უნდა მართავდეს.










