ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, გურჯაანის სოფელ ზიარში, მამა-შვილი სახლში დაბრუნდა.
როგორც მანამდე ადგილობრივებმა განაცხადეს, ლევან მარკოზაშვილი გუშინ სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა. მამაკაცი “ნივის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ის ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნა.
გაუჩინარებულ კაცთან სატელეფონო კავშირი ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელი დაკარგულ მამა-შვილს საკუთარი ძალებით ეძებდა. მასშტაბური სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად, ოჯახმა პოლიციასაც მიმართა.










