2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები “ევროპელი სოციალისტების” გარდა არ ჩაერთვებიან.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები არიან “ქართული ოცნებიდან” გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშუარი, ხოლო “ევროპელი სოციალისტებიდან” დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.
დღეს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქნაძე აირჩიეს, ხოლო ოპოზიციიდან კომისიის მდივნად – დავით ზილფიმიანი.
საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან: “ლელო”, “გირჩი”, დამოუკიდებელი დეპუტატები – სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე.
“ეს კომისია შექმნის დროსაც აბსურდი იყო. მე მგონია, კომისიის ყველა შემქმნელმა და წევრმა იცოდა მისი აბსურდულობა.ეს კომისია შექმნის დროსაც აბსურდი იყო. მე მგონია, კომისიის ყველა შემქმნელმა და წევრმა იცოდა მისი აბსურდულობა…არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ ექნება ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ. არ ვუჭერ მხარს, არ მივიღებ მონაწილეობას და აბსურდი მგონია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ინფორმაციას ” მთავარი ” ავრცელებს.










