“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. მოძრაობის წევრებმა სასამართლოს ეზოში ბანერი წარწერით – “შეწყდეს პოლიტიკური დევნა!” გაშალეს.
აქტივისტების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებზე მათი თანამოაზრეების გახშირებულ დაკავებას აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციის პარალელურად საქალაქო სასამართლოში 19 ებერვალს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 4 აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დევნაზე საუბრობენ და მოუწოდებენ პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაიცვან მათი ინტერესები.
ცნობისთვის, 19 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის უკან განთავსებული კარვები პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს 25 აქტივისტი დააკავეს.










