საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე კონფლიქტს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ძალადობას გმობს. შესაბამის განცხადებას ის Twitter-ზე ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ზალკალიანი.











