სროლა იყო თბილისთან ახლოს. სოფელ დიღომში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია კონფლიქტის 4 მონაწილე – ინფორმაციას ,,რუსთავი2″ ავრცელებს. სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ უკვე ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაციები.
“კურიერის” ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, სოფელ დიღმელებს შორის დაწყებული კონფლიქტის მოგვარება საბურთალოელებმა სცადეს რასაც გარჩევა და მოგვიანებით სროლაც მოყვა.
საქმეში გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა ფიგურირებს დანაც. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.









