„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორები ფოთში იმყოფებოდნენ. „რიონის მცველებმა“ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, არსებული პრობლემა ხალხის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მან ფოთის მოსახლეობას 23 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„23 მაისს გვაქვს დაგეგმილი თბილისში გადამწყვეტი აქცია. ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ ძალა, რომელიც არის ხალხში. არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს და ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გვაქვს ალტერნატიული გეგმები, რის გაჟღერებასაც ვგეგმავთ 23-ში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.









