„სამინისტრო მუშაობს მოპედების მძღოლებისთვის მართვის მოწმობის შემოღებაზე. მისივე ცნობით, ინიციატივა 2 მოსმენით გასულია პარლამენტში და მოპედების რეგისტრაცია “მალე” დაიწყება.“-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მოქმედი კანონმდებლობით, მოპედი არ ექვემდებარება მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას და არც მართვის უფლებაა სავალდებულო. შს სამინისტროს მომზადებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ხშირია მოპედის მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ვინაიდან მათთვის მართვის უფლების ქონა სავალდებულო არ არის, ამიტომ ახალი რეგულაციით სავალდებულო იქნება მოპედის რეგისტრაცია და მართვის უფლების აღება. შესაბამისად, მოპედის მძღოლი სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაუთანაბრდება და მასზე გავრცელდება იგივე რეგულაციები და წესები. მეგა ტვ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ცვლილებებზე ქუთაისში
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს აკავებენ – ადვოკატი
მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, ნია იმნაძე ამ წუთებში სამართალდამცავები აკავებენ. შესაბამის ინფორმაციას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ადვოკატი გიორგი ლეკვიშვილი ავრცელებს.









