LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი

ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი

დაპოსტა 2021/05/10-ში
A A
43
ნახვა
გაზიარება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.

„საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.

ხოლო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრმა, ირენა სტეფოსკამ მემორანდუმი გააფორმეს კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი“ მიზნად ისახავს ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, კულტურული კავშირების განვითარებას, რაც შესაბამის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის, კვლევითი საქმიანობის წახალისებას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, სემინარებში, კონფერენციებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პირდაპირი კონტაქტების დამყარების წახალისებას კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმიანობა, საბიბლიოთეკო საქმიანობა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

  კურო   გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.   ტყუპები   დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს....

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისის ზღვაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ცხედარი პოლიციამ აღმოაჩინა. ახალგაზრდა თბილისში ქირით ცხოვრობდა და ერთ-ერთ კაზინოში მუშაობდა. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
მთავარი

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ
მთავარი

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი, ბექა მექვაბიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

დაწვრილებითDetails

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ...

დაწვრილებითDetails

საზღვარგარეთიდან 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ,უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადახდილი 374 000 აშშ დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შსს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების...

დაწვრილებითDetails

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ,...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა მორაგბე გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
ახალგაზრდა მორაგბე გარდაიცვალა
მთავარი

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!...

დაწვრილებითDetails

სვეტიცხოველში ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
სვეტიცხოველში ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს
მთავარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა. რამდენიმე წუთის წინ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო. სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია. საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის...

დაწვრილებითDetails

ინფორმაცია მათთვის, ვინც სვეტიცხოველში წასვლას გეგმავს

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
ინფორმაცია მათთვის, ვინც სვეტიცხოველში წასვლას გეგმავს
მთავარი

თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი, ისევ რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"