მასშტაბური ხანძარი დიდუბეში – მეხანძრეები უკვე 40 წუთია ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ორ ნომერში ხანძარი ავეჯის ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა, გამომწვევი მიზეზი და ზარალი ამ დროისათვის უცნობია.
დიდუბეში, ხანძარს 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი აქრობდა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ადგილზე დამატებითი ძალები გამოიძახეს.
წყარო “მთავარი”.









