გახელაძეების ოჯახმა დაანონსებული საპროტესტო აქციები გადადო, მას შემდეგ რაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
“დაგვაიმედა და გვჯერა, რა ვიცი იმედია შეასრულებს თავის სიტყვას”, – ამბობს ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური.
როგორც ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, იმ შემთხვევაში თუ ღარიბაშვილის დაპირება დაპირებად დარჩა, აქციებს გამართავენ.
“კონკრეტული დრო არ დაუსახელებია, თვითონ გთხოვა, რომ უმოკლეს ვადაში იქნება ცვლილებები, რომლებსაც ელოდებიან. ჩვენა რ ვიცით გზები რომლებსაც ისინი განიხილავენ. გვითხრეს, რომ უფრო გაააქტიურებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენც შესაბამისად, ამ ვადას დაველოდებით და დროებით გადავდებთ აქციებს”, – ამბობს ირმა
ცნობისათვის : რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.










