ხევსურეთში, შატილთან მისასვლელი გზა ჩახერგილია. როგორც ადგილიდან იუწყებიან, გუშინ მეწყერი ჩამოწვა, რამაც საგზაო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩამოსულია ათეულობით მეწყერი და დაძრულია მთა, რაც დიდ საშიშროებას ქმნის. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
Mtavari.tv










