megatvnews სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს.
წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე.
შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს.
იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს.










