LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი და ეს 2020 არ არის

მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი და ეს 2020 არ არის

დაპოსტა 2021/04/27-ში
A A
119
ნახვა
გაზიარება

ჰარვარდის პროფესორი, ისტორიკოსი და არქეოლოგი მაიკლ მაკკორმიკი ამტკიცებს, რომ ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი ახალი წელთაღრიცხვით 536 იყო. ეს ყველაზე საშინელი წელი იყო, რომლის გამოვლაც კაცობრიობას მოუხდა. ის გამორჩეული იყო კატაკლიზმებისა და ვულკანური ამოფრქვევების გამო, რომელთაც მზის სხივების დედამიწამდე მოღწევა შეუძლებელი გახადეს. ამის პარალელურად კი, 536 ათასწლეულების განმავლობაში ყველაზე ცივი იყო.

გასული 2020 წელი, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და მას მოყოლილი მსხვერპლის გამო, ბევრი ჩვენგანის მიერ ყველაზე საშინელ წლად მოიხსენიება და ჩვენი უმეტესობისთვის ასეც არის, თუმცა, არა კაცობრიობისთვის. ყველაზე საშინელი წელი 1918-იც კი არაა — პირველი მსოფლიო ომის დასასრული, როცა 100 მილიონი ადამიანი, მსოფლიოს მასშტაბით, ესპანური გრიპის ეპიდემიამ იმსხვერპლა. ყველაზე ცუდი წლის ნომინაციას 1349-იც იმსახურებს, როცა შავმა ჭირმა ევროპაში 20 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომის წლებიც საშინელი იყო, თუმცა, ისტორიკოსის მტკიცებით, ყველაზე უარესი სიტუაცია მაინც 536 წელს იყო.

რა ხდებოდა 536 წელს?

ყველაფერი ვულკანების ამოფრქვევით დაიწყო. მაკკორმიკის მიხედვით, ამოფრქვევები წლის დასაწყიში ისლანდიაში დაიწყო. ეს უკანასკნელი კი დადგენილია მაკრომიკისა და გლაციოლოგ პოლ მაიევსკის მიერ, შვეიცარიის მყინვარზე ჩატარებული კვლევის შედეგად. ვულკანურმა ფერფლმა მთელი ევროპა დაფარა და ეს 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავის მხრივ, ეს ფაქტი იწვევდა იმას, რომ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ნაწილი დღეს და ღამეს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა, რადგან დღის განმავლობაშიც სიბნელე სუფევდა. როგორც ბიზანტიელი ისტორიკოსი, პროკოპიუსი წერდა, მთელი წლის განმავლობაში მზე მთვარის მსგავსად ანათებდა და ისე ჩანდა, თითქოს ის მუდმივად დაბნელებული იყო.

იმ დროის რომაელი პოლიტიკოსი კასიოდორუსი კი აღნიშნავდა, რომ მზეს მოლურჯო ფერი ჰქონდა, როგორიც მთვარეს აქვს ხოლმე ხანდახან, ხოლო წელიწადის დროები/სეზონები ერთმანეთში იყო არეული. ის წერდა — “ჩვენ ვოცდებით, რომ შუადღისას ჩვენი სხეულის ჩრდილები არ ჩანს”.

ბუნებრივია, მსგავსი მასშტაბის კატაკლიზმებმა მაშინდელი მოსახლეობა მასობრივ შიმშილობამდე მიიყვანა. რუხმა დღეებმა დედამიწაზე სიბნელის გარდა სიცივეც გააბატონა. 536 წლის ზაფხულში კი ტემპერატურა 1.5-დან 2.5 ცელსიუსამდე იყო. როგორც ჟურნალ Science-შია აღნიშნული, ეს იყო ბოლო 2300 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი პერიოდი, რომელმაც მოსახლეობა მოსავლის განადგურებამდე და მსოფლიო მასშტაბის შიმშილამდე მიიყვანა.

ამ ყველაფერს კი 541 წელს ბუბონური ჭირი დაემატა. რომის პორტიდან პელუსიუმიდან ეგვიპტეში გავრცელებული ე.წ. იუსტინიანეს ჭირის შედეგად დაიღუპა რომის აღმოსავლეთ იმპერიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. ეკოლოგიურ კატაკლიზმებს შორის, რომელსაც ვულკანების ამოფრქვევები განაპირობებდნენ, 540-დან 547 წლებში, ასევე, ჭირის ეპიდემიის აფეთქებამ, ევროპის ეკონომიკური ვარდნა განაპირობა და ეს მთელი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ 640 წლიდან ვერცხლის მოპოვებამ არ გამოასწორა ეკონომიკური მდგომარეობა.

რა იყო ყველაზე ცუდი დრო ისტორიაში?

ზემოთ მოყვანილი პასუხი შედარებით ევროპაცენტრულია, ამ კითხვაზე პასუხი კი შეიძლება უფრო იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ სად ცხოვრობთ. ევროპასა და აზიაში, 536 წელს გავრცელებული ვულკანური ღრუბელი და 18 თვიანი ბნელი დღეები, სიცივე და შიმშილი საქართველოზეც ვრცელდებოდა, თუმცა, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ადგილობრივებს რომ ჰკითხოთ, მათთვის ყველაზე ცუდი წელი 1520 იყო, როცა ესპანეთიდან ჩატანილმა ყვავილის ეპიდემიამ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. 1600 წლისთვის, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის 90% სწორედ ევროპიდან ჩატანილი, მათთვის უცნობი პათოგენებით მოკვდა.

on.ge

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

ავტობუსი გზიდან გადავარდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საგარეჯოში საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 1 მგზავრი | დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება   როგორც მთავარს შსს-ში...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა
მთავარი

ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა - მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას და ფოტოებს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს ბარცხანის დასახელებაში მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა...

დაწვრილებითDetails

სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე
მთავარი

დამამუნჯე სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე - წერს სოციალურ ქსელში ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული გივიკო გურეშიძის მეუღლე მაიკო ხაბეიშვილი. გუშინ ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხმამდნენ, როდესაც კონსტრუქცია...

დაწვრილებითDetails

ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.“Marneulinews.ge”-ის ინფორმაციით, ქალი სხეულის დაზიანებებით მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურის ბრიგადები იმყოფებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე...

დაწვრილებითDetails

სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს – რას ამბობს ოჯახის ახლობელი ქუთაისში დაღუპული ბიჭის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, შრომობდნენ, პირობებს იწყობდნენ, სახლს არემონტებდნენ - უყვება "კვირის პალიტრას" ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული გივიკო გურეშიძის ოჯახის ახლობელი. "საოცრად კარგი ადამიანი იყო გივიკო, ძალიან თბილი, მოსიყვარულე. გივიკო...

დაწვრილებითDetails

იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8 000 ლარით დაჯარიმდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8 000 ლარით დაჯარიმდა
მთავარი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს "იმერმედი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით,...

დაწვრილებითDetails

სოფელ აზავრეთში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას  სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კაცს ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი 70 წლამდე ქალს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში ავტომობილი 70 წლამდე ქვეით ქალს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
მთავარი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან გუშინ დატოვა. „გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს....

დაწვრილებითDetails

„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

ცეკვის აკადემია „დიდგორი“ მოცეკვავეებს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „შაკო, გუგა, თამო... ცეკვის აკადემია დიდგორი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო  ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"