LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნახეთ ვინ არ დაუჭირდა მხარი და ვინ შეიკავა თავი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას

გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე … რა წერილს აქვეყნებს ნიკა მელია ციხიდან

დაპოსტა 2021/04/26-ში
A A
112
ნახვა
გაზიარება

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ნიკა მელია ოპოზიციას სთხოვს, ხოლო ქართულ ოცნება მიმართავს, გაიწვიოს ამნისტიის და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ დათანხმდეს ევროკავშირის შემოთავაზებულ გირაოს:

მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.

რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია.

არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.

სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტირებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას.

კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ.

ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას:

გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე – ნათქვამია ნიკა მელიას მიმართვაში

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა
მთავარი

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ. (მისამართი: ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქ.N51) ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში...

დაწვრილებითDetails

შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს… – არ ვიცი, რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია” – ანი მიქაძე-ჩიკვაიძე სოფო ბიბილაშვილს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს… – არ ვიცი, რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია” – ანი მიქაძე-ჩიკვაიძე სოფო ბიბილაშვილს
მთავარი

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას სოფო ბიბილაშვილს მიმართავს და საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს. "როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად...

დაწვრილებითDetails

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით შევიდა...

დაწვრილებითDetails

ადვოკატი – დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“. მისივე თქმით, ვის გადასცა ეს განცხადება, „როგორ და რანაირად, ამას არ აქვს მნიშვნელობა“. „შესული...

დაწვრილებითDetails

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 138 783 პენსიონერი ცხოვრობს, რაც რეგიონის მოსახლეობის – 28.2%-ია

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება – დაჭრილია ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერ­თმა მე­ო­რეს მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მე­ო­რე პირ­მა კი სა­პა­სუ­ხოდ დანა გა­მო­ი­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ბა­თუ­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოდა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური იყო – დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა და ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – პრემიერი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური არჩევანი იყო - დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა! ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ - როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"