დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ შესაძლებელია, კორონავირუსი ე.წ. სეზონური ვირუსი გახდეს და გრიპის მსგავსად, საჭირო იყოს ყოველწლიური ვაქცინაცია.
„გამოჩნდა რამდენიმე ნაშრომი, თუ რამდენი ხნის დაცვითი ეფექტი აქვს ორჯერად აცრებს. „ფაიზერზე“, „ასტრაზენეკაზე“, მოდერნაზე“, ჩინურ ვაქცინებზე, რუსულ ვაქცინებზე და ა.შ. – ჯერ ამ ტიპის დაკვირვებები ძალიან ცოტაა, თუმცა მოგეხსენებათ, „ფაიზერმა“ გამოაქვეყნა, რომ საჭირო იქნება მესამე დოზა 6-დან 12 თვის განმავლობაში. ანუ საუბრები მიდის იმაზე, რომ შესაძლებელია, ეს ვირუსი გახდეს ე.წ. სეზონური ვირუსი, გრიპის მსგავსი, როდესაც საჭიროა ყოველ წელს ერთი ინექციის გაკეთება გახდეს საჭირო, ამაზე რა თქმა უნდა, მთელი კომპანიები და სამეცნიერო საზოგადოება მუშაობს, დღეს ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.
მე ვფიქრობ, თუ ხართ აცრილი ვთქვათ, „ასტრაზენეკათი“ ან „ფაიზერით“ ორჯერადად, შეგიძლიათ 6-12 თვის შემდეგ თუ ჩათვლით საჭიროდ, შეგიძლიათ აიცრათ სხვა ვაქცინით ან იგივე ვაქცინით, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ ბევრი განხილვის საგანია და ეს ყველაფერი დაკონკრეტდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.










