გუმათში ”ენკას ოფისთან”, სადაც რიონის ხეობის მცველები არიან შეკრებილები ვითარება დაიძაბა. პოლიცია პროტესტანტებს ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულზე. როგორც რიონის ხეობის გადარჩენისთვის გვერდზე ჩართული ლაივიდან ირკვევა დაკავებულია სავარაუდოდ 2-დან 10 ადამიანამდე. არიან დაშავებულებიც, რომლის შესახებაც ინფორმაცია ახლა ირკვევა.
როგორც ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, მაშინ როდესაც პროტესტანტებმა ენკას კუთვნილი ავტომობილი არ გაატარეს, დაპირისპირება მოხდა და ერთი პირი ცეცხლში ჩავარდა.
ვარლამ გოლეთიანი მოქალაქეებს უკან დახევისაკენ მოუწოდებს და პროტესტის გაგრძელებს ხვალ აანონსებს.
დღეს რიონის ხეობის მცველებმა ენკას ოფისთან გუმათში გზა გადაკეტეს,ვარლამ გოლეთიანის მოწოდებით აქციის მონაწილეები მხოლოდ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ავტომობილებს არ ატარებდნენ. დღის განმავლობაში აქცია გაიმართა გუმათ ჰესთან, სადაც მოქალაქეებმა იმ კანონის წარდგენა მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალებათ, სამართალდამცველებმა მათ კანონის დაგუგვლისკენ მოუწოდეს.










