მეწყერი ბაგებში – მეტრაპარკის ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო, დაახლოებით 300 კუბური მეტრი მიწის მასა ჩამოიშალა.
სამშენებლო მოედნის გაწმენდითი სამუშაოები ცოტა ხანში უნდა დაიწყოს; კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეწყერი ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის;
როგორც, სამშენებლო კომპანია “უნის ჯორჯიას” მენეჯერი, ირაკლი ქართველიშვილი, “მთავარ არხს” ეუბნება, რომ მწყრის ჩამოწოლა წვიმებმა გამოიწვია. მისი თქმით, სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.
“მოვჭრით და გავიტანთ, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, უნდა მოვაცილოთ ეს გრუნტი, რომ ახლოს მივიდეთ და ვნახოთ”, – თქვა მან.










