გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.
სოხუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;
ქობულეთი: უმ. უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°;
ქუთაისი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;
ზუგდიდი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;
ანაკლია: უმ. უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°;
ოზურგეთი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°;
ონი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
ცხინვალი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32;
თბილისი: დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°;
მარნეული: უმ. უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°; რუსთავი: დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°;
ახალციხე: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;
ბორჯომი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°;
ბაკურიანი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°;
სტეფანწმინდა: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა დღეიდან, 23 ივლისიდან, თბილისში რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რა პერიოდშიც ქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეიზღუდება.
სატრანსპორტო შეზღუდვების არეალი
- ძირითადი მონაკვეთი: შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში.
- დამატებითი ქუჩები: გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზეც.
- მოძრაობის ცვლილება: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა (ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე) დროებით ორმხრივი გახდება.
ალტერნატიული მარშრუტები მსუბუქი ტრანსპორტისთვის
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ავტომობილები გადაადგილებას შემდეგი სქემებით შეძლებენ:
- მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ: ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გავლით.
- ბარათაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისკენ: რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩებზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე.
- მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ: რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს გავლით.
ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში
სარეაბილიტაციო პერიოდში დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემებიც:
ძირითადი ხაზები (ავტობუსები და მიკროავტობუსები):
- ავტობუსები: N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 344, 345, 352, 358, 388 და 397.
- მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541.
აღნიშნული მარშრუტები მელიქიშვილის გამზირიდან გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებითაც ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის სანაპიროების გავლით დაუბრუნდებიან გმირთა მოედანს.
სხვა კონკრეტული მარშრუტები:
- N359 და N391 ავტობუსები: იმოძრავებენ გმირთა მოედნისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით.
- N378 ავტობუსი: აღარ მივა მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ და იმოძრავებს გმირთა მოედნის მიმართულებით.
- N408 მიკროავტობუსი: მოძრაობას დაიწყებს თავისუფლების მოედნიდან და მელიქიშვილის გამზირიდან თამარ ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდება.
- N420 მიკროავტობუსი: აღარ გაივლის მეტროსადგურ „რუსთაველს“; იმოძრავებს გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან, დაუკავშირდება მელიქიშვილის გამზირს და სვლას თამარ ჭოველიძის ქუჩის გავლით განაგრძობს.
- N457 მიკროავტობუსი: იმოძრავებს ვარაზისხევის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ ჭოველიძის, ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გავლით.









