”იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიდასტურდა 97 ახალი კოვიდინფიცირებული შემთხვევა, რაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და საგანგაშოა ნამდვილად. სამწუხაროა ის, რომ გამოგვიჩნდა კლასტერები უკვე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომელიც არის დაკავშირებული ისევ სოციალურ ღონისძიებასთან, ეგრეთწოდებულ ქელახთან. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირება მოხდა და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ ვერ შევალთ და ვერ გავაკონტროლებთ ყველა ოჯახში სიტუაციას და მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. კლინიკების მობილიზაცია ამ წუთში არ ხდება, ჯერჯერობით რაოდენობა რაც არის კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი სავსებით ყოფნის იმ რაოდენობას რაც გვიფიქსირდება. თუმცა ჩვენ უკვე დავამატეთ კოვიდსასტუმრო, რომელიც გაუქმებული გვქონდა ბოლო თვეების განმავლობაში”- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ
4 დაჭრილიდან 2 არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 1 გარდაიცვალა – შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის...









