LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

დაპოსტა 2021/04/12-ში
A A
45
ნახვა
გაზიარება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 13 აპრილს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა 8 აპრილს გამართულ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა.

2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თებერვალში მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ინფორმაციას ინტერპრესსნიუსი ავრცელებს.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

4 დაჭრილიდან 2 არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 1 გარდაიცვალა – შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სერვისებს უძვირებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის...

დაწვრილებითDetails

გავრცელებული ინფორმაციით 17 წლის დაჭრილი ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა -  ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. " ცოტა ხნის წინ ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 1 ქალია,...

დაწვრილებითDetails

სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ
მთავარი

დღეს, 22 ივლიის სამოქალაქო აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს სადარბაზოსთან სამი პირი დაესხა თავს. როგორც სოციალურ ქსელში, ოქრიაშვილის მეგობრები წერენ მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება. ის ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ

დაწვრილებითDetails

დაჭრილია ქუჩაში მიმავალი ქალი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილი სამი პირიდან ერთი ქალია, ის ქუჩაზე მიდიოდა რა დროსაც ტყვია მოხვდა - ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრხელებს. ორი დაჭრილი ახალგაზრდიდან ერთი 18...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში საწარმოში სახურავის რემონტის დროს დასაქმებული დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზესტაფონში ერთ-ერთ საწარმოში სახურავის რემონტის დროს დასაქმებული დაიღუპა. ინფორმახიას ,,ტოპნიუსი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, დასაქმებული სახურავზე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ძირს ჩავარდა. ასევე, მძიმე მდგომარეობაშია ადგილზე მყოფი მეორე დასაქმებულიც.

დაწვრილებითDetails

“ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!”

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

"ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!! დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!" - წერს მოქალაქე თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა შანიძის ქუჩაზე მოხდა.

დაწვრილებითDetails

ავარია ზესტაფონში – დაშავებულია 6 ადამიანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

ზესტაფონში, ორი მსუბუქი მანქანისა და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

სროლა ბათუმში – ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე 31 წლის კაცი ჩაცხრილეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

სროლა ბათუმში - ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე 31 წლის კაცი ჩაცხრილეს. ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმხილველის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მედიამ ადგილზე 10-მდე ტყვია დათვალა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილზებული. L...

დაწვრილებითDetails

შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დანით დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დანით დაჭრა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, სოფელ ყიზილ-აჯლოში მოხდა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს – ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც” – ნუგზარ კოხრეიძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც” – ნუგზარ კოხრეიძე
მთავარი

ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებულ 14-დღიან პატიმრობას აპროტესტებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში "RICDOG"-ის  თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე გამოეხმაურა. "14-დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელებში პოსტის გამო, ეს იგივეა, რაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"