რიონის ხეობაში – მდინარე რიონში გაუჩინარებულ ახალგაზრდას მყვინთავები და მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ახალგაზრდა გუშინ ადიდებულ რიონში გადახტა. მისი გადარჩენა კი, იქ მყოფებმა ვერ შეძლეს, რადგან დინებამ წაიღო.
გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ რიონის მცველებთან სოლიდარობის გამო ჩავიდა და კარავში დარჩა.









