აღმაშენებლის 112-ის კორპუსის მცხოვრებნი ლიფტის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. დევნილების კორპუსში მხოვრებმა მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რის გამოც ადგილზე ხმაური იყო. მოქალაქეები საცხოვრებელში არსებულ პრობლემას აპროტესტებენ.
როგორც ისინი ამბობენ ახლადაშენებულ კორპუსებში ლიფტი ავარიულია. მათივე განაცხადებით რეაბილიტაციის თანხა აკრიბეს, თუმცა ლიფტი სათანადოდ ვერ შეკეთდა.
მოქალაქეებს გაუმართავი ლიფტის გამო მათ მაღალ სართულზე ფეხით ასვლა უწევთ.










