აშშ-ს სავაჭრო ქსელის 70%-ს კეტჩუპით კომპანია Kraft Heinz ამარაგებს. კომპანიის წარმომადგენელი სტივ კორნელი აცხადებს, რომ კეტჩუპის წარმოებაში სტრატეგიული ინვესტიცია პანდემიის დაწყებისთანავე განახორციელეს, რომ არ ჩამორჩენილიყვნენ კეტჩუპის პაკეტებზე მზარდ მოთხოვნას, რაც მიწოდების სერვისითა და „თან წაღების“ ტენდენციებით იყო გამოწვეული.
„კომპანია ახლაც ცდილობს მზარდი მოთხოვნის ტემპს დაეწიოს და აპირებს, საწარმოს სიმძლავრე 25%-ით გაზარდოს, რაც 12 მლრდ პაკეტის წარმოების საშუალებას მოგვცემს“, – აცხადებს სტივ კორნელი.
გაზრდილმა მოთხოვნამ ფასების 13%-მდე ზრდაც გამოიწვია, რის გამოც კვების ობიექტებში კეტჩუპს დიდი ბოთლიდან მცირე კონტეინერებში ასხამენ და ისე ყიდიან.
სწრაფი კვების რესტორნების ქსელ Long John Silver’s-ში აცხადებენ, რომ ბოლო წლის განმავლობაში დიდი მოთხოვნის გამო კეტჩუპზე ხარჯი 500 ათასი დოლარით გაზარდეს. მეორე ასეთ ქსელ Texas Roadhouse steakhouse-ში აცხადებენ, რომ 2020 წელს 55 მილიონი უნცია კეტჩუპი გამოიყენეს.
პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში რამდენიმე პროდუქტის დეფიციტი გაჩნდა, მათ შორის, ტუალეტის ქაღალდის, ხორცის, საცხობი პროდუქტებისა და მაცივრებისაც კი.
ინფორმაციას ” ბიზნესს პრესს ნიუსი” ავრცელებს.










