LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო განხილვა – თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დაპოსტა 2021/04/08-ში
A A
66
ნახვა
გაზიარება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული მელია.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თებერვალში მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა გრიშაშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და...

დაწვრილებითDetails

ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა” დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს.   სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს,...

დაწვრილებითDetails

ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება, ლეტალობა 10-40%-ია – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის...

დაწვრილებითDetails

17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხული 450 900 დოლარი მიითვისეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დაარწმუნა თითქოს შეეძლო მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 942 პირის მიმართ დაიწყო – საქსტატი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 942 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 182 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.2%-ს შეადგენს. საქსტატის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"