მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სულ მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.