იმერეთში, წყალტუბოში ძმების მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „კურიერთან“ ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.
„ძმებიდან ერთ-ერთი დაჭრის შემდეგ საშველად წავიდა, მამიდა მიშველეო… იმან დაგვჭრაო, რომ გამოვიდა მამიდამისი, ხელები სისხლიანი ჰქონდა ჩვენ, რომ მივედით. დააკავეს, ჩაბარდა. თვითონ ჩაბარდა, იმ წუთას იქ არ იყო, მაგრამ მერე მოვიდა და ჩაბარდა. სად წავა, ვის გაექცევი ახლა“,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.










