ეროვნული ბიბლიოთეკოს დირექტორი, გიორგი კეკელძე გურამ დოჩანაშვილზე ერთ ამბავს იხსენებს. ამის შესახებ კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე – ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება. მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, ისეთი საშინელი დამნაშავე – მე რა უნდა ვუთხრაო. კამერებს მიღმა კიდევ გავცვალეთ ამაზე ორი სიტყვა და მას მერე ვფიქრობ. განა მხოლოდ გურამზე. სხვებიც მინახავს – ნაკლები – სახელგანთქმული და მეტი – სრულიად უცნობი ადამიანი. მორწმუნეც და ურწმუნოც. საკუთარი ქცევით და წესით სულ დარჩეული ხალხი. მინახავს და ვიცი – დანაშაულის განცდა ყველაზე მეტად ასეთებს სტანჯავს ხოლმე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებს. მამაჩემი ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება ბავშვობაში მოკლული ბუს გამო ისჯებოდა.










