LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას წერენ სოციალურ ქსელში გურამ დოჩანაშვილის შესახებ

რას წერენ სოციალურ ქსელში გურამ დოჩანაშვილის შესახებ

დაპოსტა 2021/04/03-ში
A A
140
ნახვა
გაზიარება

კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ექმაურებიან:

ლევან ბერძენიშვილი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და მასთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

„პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს და ისე ვიკამათეთ მალარმეს კაფეში, მეპატრონეს ჩხუბი ეგონა. ბეთჰოვენს ებრძოდით და ვერდის ადიდებდით. ბევრი ვილაპარაკეთ ძმებ კეჟერაძეებსა და მათს დაზე, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ოცდახუთი წელი ვინახავდით ამ სიყვარულს, ხშირად ვლაპარაკობდით, ისევ ვკამათობდით, მეამაყებოდა, მეგობარს რომ მიწოდებდით. ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც „ეპოქა დამთავრა დიდი“,- წერს ლევან ბერძენიშვილი.

„ეპოქალური დანაკარგების დღეებია – ერთი გიგანტური ქართველის დაკრძალვის დღეს, მეორე დიდი გიგანტური ქართველი დავკარგეთ“,- ასე ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას.

 

„გურამ დოჩანაშვილთან, უკიდურესად მოკრძალებულ ბინაში, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, თუ გინახავთ ეს საოცარი მწერალი, როგორ ასხამდა ჩაის, როგორ ჭრიდა პურს მის საყვარელ მეუღლესთან, ნათელასთან ერთად, როგორ უწყლიანდებოდა თვალები სრულიად უბრალო ამბების თხრობისას, მიხვდებოდით – ასეთი ადამიანები ბავშვობიდან კი არ მოდიან, საერთოდაც არასდროს მიდიან ბავშვობიდან.

“ასეთი ბავშვებს უზარმაზარი ამბები ახლავთ ხოლმე თან – პროკლამაციის გაკვრისთვის დაჭერილი ახალგაზრდა გურამი, მოგვიანებით მოიგონებს, როგორ ისხდნენ მეგობრები ბინაში, მათ შორის კოსტავა და გამსახურდია, როგორ აშრობდნენ ახალდაბეჭდილ სველ ფურცლებს, როგორ დასხდნენ უნებლიედ და როგორ აყვათ შარვლებზე ფურცლები. ეს სცენა, ეს სასაცილო და ცოტა ყოფითი სცენა იყო ის მაგიური რეალიზმი, სადაც მერე დოჩანაშვილმა იცხოვრა და ბევრი გვაცხოვრა. ამ უცნაური სცენით დაიწყო ის დიდი ისტორია, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე, გურამი კი დიდ ლიტერატურამდე მიიყვანა. კაატინგები ბლომად შემოხვდა, მაგრამ ამ კაცს ლიტერატურა უყვარდა და ლიტერატურა კიდევ კაატინგებს ისედაც გულისხმობდა.

წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი. ის წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი – სწორედ გურამმა გვისახსოვრა. უბრალოდ ჩვენ ამ წამის შემჩნევამდე ვიძინებთ ხოლმე“,- წერს გიორგი კეკეკლიძე.

 

“გურამ დოჩანაშვილი დაიხარჯა! მოუკვდა ოჯახს, სამშობლოს, დედამიწას.” – როი აბუსელიძე

 

“1989 წლის 9 აპრილის დილას სიცხით და გამონაყარით გავიღვიძე. სახლში, როგორც მთელ ქვეყანაში, ისტერიული გარემო იყო, ჩემთვის დიდად არავის ეცალა. დაწექი და გაგივლისო, მითხრეს. 13 წლის ვხდებოდი მალე. ცხადია ვერ დავწექი, მომხდარს ავადმყოფურად განვიცდიდი, ტელევიზორს მიშტერებული ვუყურებდი გლოვას და დაჩეხილ გვამებს. რამდენიმე საათში სიცხე 40-მდე ამივარდა, სახე და სხეულიც სულ დამეფარა გამონაყარით. ჩუტყვავილა აღმომაჩნდა, ოღონდ არ ვიცი ნერვიულობის გამო იყო თუ რის გამო, მძიმე ფორმით. „ბრილიანტის მწვანით“ სრულად დაფარული, სიცხიანი ვიწექი და გადაბმულად ვტიროდი. ტელევიზორის ყურება ამიკრძალეს და მეც, გაბრაზებულმა და მოწყენილმა, თაროზე შემოდებული ერთი დიდი მწვანე წიგნი მექანიკურად ჩამოვიღე და ლოგინში დავიწყე კითხვა. ის წიგნი „სამოსელი პირველი“ იყო.

როცა მაღალი სიცხე გაქვს, აღქმა თავისთავადაა გამძაფრებული და ცოტა ჰალუცინაციებისკენაც მიდრეკილი ხარ. მე ასე ვარ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში. და ამიტომ ეს წიგნი, თავისი მკვეთრი და დაუვიწყარი, არქეტიპული პერსონაჟების გალერეით და ამბებით, ჩემთვის მისწრება აღმოჩნდა მაშინ, გაქცევასავით იყო რეალობიდან. დღემდე სიზმარივით მახსოვს ჩემთვის გამორჩეული რამდენიმე, არც თუ ცენტრალური, ლამაზქალაქელი პერსონაჟი – ლამაზი და გონიერი ტერეზა, მარტოსული და უბედური ედმონდო, რომელიც დაბადების დღეებზე ყველას ფინჯანს და ლამბაქს ჩუქნის, რომანტიკული და ქედმაღალი მამიდა არიადნა, რომელიც თავის „ნამდვილ მამაკაც“ ვასკოს მისტირის და ის ყალბი, მაღალფარდოვანი „ინტელექტუალი“ დულიო, რომლის ანარეკლსაც ახლაც ვხედავ ხოლმე ჩვენს საერთო საჯარო სივრცეში. დღემდე ვთვლი, რომ ვინსენტე – რომელიც, თუ პერანგი ყელამდე შეკრული აქვს, ზრდილი და დახვეწილი თამადაა და სადღეგრძელოებს „თქვენ, ჩვენო ძვირფასო“, ასე იწყებს, მაგრამ ღილები თუ ჩაიხსნა, ხალხს „შე ჩემაო“ უყვირის – ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო პერსონაჟია, რაც კი საერთოდ შემხვედრია. და არასოდეს დამავიწყდება ქალაქის შეშლილის უბედური და შეშინებული ბებია, შვილიშვილის მიმართ უდიდესი და განწირული სიყვარულით.
ლამაზქალაქის ამბებით სრულიად შეპყრობილმა და ისევ სიცხიანმა სულისშემხუთავი კოშმარივით აღვიქვი კამორის ატმოსფერო – დახშული, ბოროტი და კლაუსტროფობიული. მერე კი, კანუდოსში, სიგიჟეში გადავედი – უკვე თავბრუ მეხვეოდა ამდენი ფანტასტიკური პერსონაჟით, ამბით, ისტორიით, საერთოდ აღარაფერი მახსოვდა ისე მინდოდა დიდი კანუდოსელების გამარჯვება მენახა ბნელ ძალებზე. ორი პერსონაჟი უბრალოდ შემიყვარდა – ერთდროულად უაღრესად მასკულინური და თან მაინც რაღაცნაირად მორიდებული, ჩუმი ზე მორეირა და ის ხმამაღალი, ხმაურიანი არტისტი დონ დიეგო, თავისი პერფორმანსის მსგავსი, ტივზე ზანზალაკებიანი თვითმკვლელობით და მანამდე იმ მოულოდნელი, შოკისმომგვრელი, ფრაზით – „მივიდა, მოკლა“.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ ეს წიგნი ზუსტად იმ დროს, იმ ვითარებაში და ასაკში წავიკითხე, რომელშიც უნდა წამეკითხა. სხვა დროს რომ წამეკითხა, ალბათ შთაბეჭდილებასაც სხვას მივიღებდი და არც ასეთი ემოციური ბმა გამიჩნდებოდა. მაგრამ მაშინ ამ წიგნმა მიმკურნალა, მგონი საერთოდ „რომანი“ შემაყვარა. და თავდაჯერებაც მომიტანა – ლამაზქალაქში თბილისის, კამორაში საბჭოეთის, კანუდოსში მითიური თავისუფლების სივრცის ამოცნობით თავი ყველაზე ჭკვიანი მეგონა. წიგნი დავამთავრე და სიცხემაც დამიწია. მართლა მოგზაურობასავით იყო მთელი ეს გამოცდილება.
რამდენიმე თვეში ჩემი მშობლების სახლში ვიყავი მარტო, და ტელეფონმა დარეკა. კაცი იყო და ხმით დედაჩემი ვეგონე. სახლში არ არის-მეთქი და თუ შეიძლება გადაეცი, გურამ დოჩანაშვილი ვარ და დამირეკოსო. მახსოვს რომ დამცხა ემოციისგან. რაღაც ვილუღლუღე, ვცდილობდი მეთქვა როგორ მომეწონა მისი წიგნი სულ ცოტა ხნით ადრე. ყველაფერს მიხვდა და დიდხანს მელაპარაკა. ახლაც მახსოვს მისი კეთილი ხმის ტემბრი. ისე მოხდა, რომ მას მერე აღარასოდეს შევხვედრივარ.
დღეს მივხვდი, რომ მთელი ეს ამბავი, და ეს წიგნი, ყოველთვის რაღაცნაირად საკრალური იქნება ჩემთვის. მისი სიკვდილის ამბავი გავიგე თუ არა, მაშინვე გამიცოცხლდა ყველაფერი.” – წერს ჟურნალისტი სალომე ასათიანი.

“ბატონი გურამ დოჩანაშვილი აღარ გვყავს!

უდიდესი ქართველი!!!
ბატონი გურამი ჩემი ძმისგან გავიცანი ბავშვობაში. მათ 40 დღე სხალთის მონასტერში გაატარეს ერთად… საიდანაც დიდი სიყვარული დაიბადა და დღემდე მოგვყვება. საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი დავკარგეთ ყველამ ვინც მას პირადად ვიცნობდით, თუმცა მისი უდიდესი შემოქმედებით ის ყველას ბატონი გურამი იყო, მთელი საქართველოს და მსოფლიოს დიდი გურამი….
საოცრად დაუნდობელია ცხოვრება… დიდია ტკივილი… განუზომელი…
ღმერთო გაანათლე ამ დიდი ქრისტიანის და ადამიანის უკვდავი სული!
მშვიდობით ბატონო გურამ და დროებით!??” – წერს მომღერალი ნინო სურგულაძე.

“რაკი, ყველამ თქვა დოჩანაშვილზე, მეც ვიტყვი.

არ ვიცნობდი, არაფერი მაქვს მის შესახებ მოსაყოლი.
ციტატები ისედაც ყველამ ზეპირად იცით.
თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მისი “სამოსელი პირველი” დეფიციტშია.
ერთი თვის წინ ქალაქის ყველა ქსელური თუ შემთხვევითი წიგნის მაღაზია მოვიარე.
სულ უშედეგოდ.
ბოლოს, იმედგადაწურული რომ მოვუყვებოდი სახლის გზას, “როგორც სიტყვა მაშასადამე”, ვაჟაზე, რვასართულიანი კორპუსის ქვევით გახსნილ მაღაზიაში, სადაც მარცხენა დახლებზე ჩინური წარმოების ვარდისფერი სათამაშოები იყიდებოდა, მარჯვნივ კი წიგნები და საკანცელარიო ნივთები, აი, იქ შევეხეტე და ვიპოვე.
– კი, გვაქვს, მგონი, გვქონდა ერთი ცალი – თითის წვერებეზე აიწია გამხდარი გოგო, ცხენის კუდით, სულ ზედა თაროზე შესწვდა მოიისფრო წიგნს და ჩამოიღო.
როგორც ძვირფასი განძი, ბროლის სკივრი, ისე წამოვიღე წიგნი სახლში მარიტასთვის, რომელიც ძველ, სუნიან და წვრილშრიფტიან წიგნებს ვერ კითხულობს.
მერე კარგად დავსპირტე და ოთახში შევაწოდე.” – წერს ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს გარდაიცალა. გურამ დოჩანაშვილი, ერთი თვის წინ გაცივდა. მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

ყველასთვის საყვარელი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 26 მარტს 82 წლის გახდა.

გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცავებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

“ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო”- პეტერ ფიშერი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის-გერმანიის ელჩი
მთავარი

მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი ლიტრი საწვავი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბენზინგასამართზე დიზელი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, 29 აპრილიდან დღემდე ზრდა 5-დან 30 თეთრამდეა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ...

დაწვრილებითDetails

ვის შეუწყდება საარსებო შემწეობა-ახალი წესები

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
ჯარიმა 20 000 ლარი! – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
ეკონომიკა

საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი იცვლება. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში ჩნდება მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს. აღნიშნული ცვლილება შევიდა...

დაწვრილებითDetails

საცხოვრებელი ბინები გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
საცხოვრებელი ბინები გაძვირდა
მთავარი

2026 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები 4.7%-ით გაძვირდა, - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვიდან. უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქში...

დაწვრილებითDetails

სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ – ახალგაზრდა კაცს გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ – ახალგაზრდა კაცს გლოვობენ
მთავარი

პნევმონიით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ისევ გლოვობს ჩემი წყალტუბო… ოფშკვიტი სულ რჩეულ ახალგაზრდებს კარგავს… ლაშა გაბუნია… შეგრცხვეს, სიკვდილო… დაგვანებე თავი ცოტა ხნით. რატომ წახვედი იქ,...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგებმა 5 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი დაასახელეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგების შეფასებით, არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც იღბალი განსაკუთრებით ხშირად „სტუმრობს“. ისინი წარმატებას აღწევენ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსურ და პროფესიულ სფეროში. აი, ვინ მოხვდა ყველაზე იღბლიანი ნიშნების TOP 5-ში: მშვილდოსანი -...

დაწვრილებითDetails

” მოთხოვნა, რომ ღია სკვერში კარვების შეტანის უფლების შეზღუდვაზე შსს-ს გადაწყვეტილება შეჩერდეს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა”- დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მშობლების განმარტებით, საუბარია სასამართლოში შეტანილ იმ განცხადებაზე, რომლითაც ისინი ითხოვენ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„ემიგრანტი გარდაიცვალა საბერძნეთში ათენში მადონა თოლორდავა უფალმა ნეთელი არ მოაკლოს მის სულს. სახსალამათი სიცოცხლით სავსე, ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"