რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში, სადაც ჰესების კასკადის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სამუშაოების მიმდინარეობას რიონის ხეობის მცველები აპროტესტებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ხეობაში ჰესი არ აშენდება.
“მობილიზებულია 200-მდე პოლიციის მანქანა. ასევე, სპეციალურად მიიყვანეს მთაზე და დააყენეს კავშირგაბმულობის დამახშობელი აპარატურა. რაჭიდან მიმავალი გზა გადაგვიკეტეს. ასევე ქუთაისიდან მიმავალი გზა არის გადაკეტილი. ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე! მთელი საქართველო ვერთიანდებით ისე, როგორც არასდროს!,”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში










