LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მიიღე მონაწილეობა წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში

მიიღე მონაწილეობა წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში

დაპოსტა 2021/04/09-ში
A A
67
ნახვა
გაზიარება

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართება. ამის შესახებ  „საქართველოს ფოსტიდან“ იუწყებიან..

მათი ინფორმაციით, მაისში, საქართველოში, ჟიურის მიერ გამოვლინდება საუკეთესო სამეული, დაჯილდოვდება ყველა მონაწილე, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.

როგორც „საქართველოს ფოსტაში“ აღნიშნავენ, შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოვების ცერემონია 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ შტაბ-ბინაში (ბერნი – შვეიცარია) გაიმართება.

“საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს “მსოფლიო საფოსტო კავშირის” ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი ღებულობს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურს, შედეგად ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

2021 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, გახლავთ “მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით” (“Write a letter to a family member about your experience of Covid-19”). კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

წერილის წერის კონკურსის ჟიურის შემადგენლობა შემდეგია:

ქეთევან დუმბაძე – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი (2020 – ), საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი (2021 – ), ნ. დუმბაძის გამომცემლობის დირექტორი (2017 – ), კულტურის მინისტრის მრჩეველი (2013 – 2020).

ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი , ღირსების ორდენის კავალერი.

თამარ ტალიაშვილი – საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი , საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე , სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი .

გიორგი კალანდია – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი.

თიკა რუხაძე – „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით, მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები,წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით, წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას, კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული, სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს.

ნაშრომის წარდგენის საბოლოო თარიღია 2021 წლის 16 აპრილი. წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ, არაბულ ენებზე. საკონკურსო წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://cutt.ly/TcwC2fu. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: letter@gpost.ge“,-აღნიშნულია „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანის რჩევას.   კურო სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრა კარგ განწყობას...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო - ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი. „ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური...

დაწვრილებითDetails

ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს
მთავარი

გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელებში მცხოვრები 600-მდე ბენეფიციარის საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია...

დაწვრილებითDetails

შპს „სანდოს“ დირექტორი და „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს „სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა....

დაწვრილებითDetails

ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო - ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. Tik-Tok...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა...

დაწვრილებითDetails

საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას – ევროპარლამენტი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.   დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"