ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბს 2 ადამიანის დაჭრა მოყვა.
“კურიერის” ინფორმაციით, შელაპარაკება ორ სხვადასხვა სუფრის მონაწილეებს შორის მოხდა.
დაჭრილები ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ორივეს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ერთის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმე იყო. მას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება აღენიშნებოდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული.