“სრული სიბეცეა, ჯერ ერთი, პოლიტიკოსი არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სუბიექტი მხოლოდ, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს, ვინც დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, ვისაც დევნიან პოლიტიკური მოტივით, პოლიტიკური წინააღმდეგობის მოტივით. […] ამ ლოგიკით მეც არ ვარ ესე იგი პოლიტიკოსი და შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ დევნაც არ არის პოლიტიკური, ესეც მინდა ძალიან, რომ თქვან”, – ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას განცხადებით, გაუგებარია რატომ ახსენებენ “ქართული ოცნების” წევრები 2 500 ლარს გიორგი რურუასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ეს ის თანხაა, რომელიც ნომინალურად გადაირიცხა მფლობელებისთვის, ვისგანაც რურუამ წილი იყიდა, ხოლო ინვესტიცია ნახევარ მილიონ დოლარიანი იყო.










