LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ გავუმკლავდეთ კოვიდის შემდგომ დეპრესიას – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

რას წერს “ნოვავაქსის” ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი, რომელიც შესაძლოა საქართველოში შემოიტანონ

დაპოსტა 2021/03/31-ში
A A
287
ნახვა
გაზიარება

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, ზა­ფხულ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო “ნო­ვა­ვაქ­სის” ვაქ­ცი­ნა შე­მო­ი­ტა­ნონ და რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ფორ­მა­ცი­ულ პოსტს აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რე­ბი­დან გაჟ­ღერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო „ნო­ვა­ვაქსთან“ აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ ეს მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

მა­ნამ­დე კი ცოტა რამ “ნო­ვა­ვაქ­სის“ შე­სა­ხებ:

“ნო­ვა­ვაქ­სი“ (Novavax, კო­დუ­რი სა­ხე­ლით NVX-CoV2373) ცი­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის ვაქ­ცი­ნაა. ვაქ­ცი­ნა გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტიტ­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბით.

  • კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ად­რე­ულ ფა­ზებ­ში აჩ­ვე­ნა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა; 96% მძი­მე და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის და­ა­ვა­დე­ბის­გან დაც­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის ტრა­დი­ცი­უ­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში, 86% – ბრი­ტა­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ და 49% – კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი ფორ­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

– რა მე­ქა­ნიზ­მი უდევს სა­ფუძ­ვლად ნო­ვა­ვაქ­სის მოქ­მე­დე­ბას?

“ნო­ვა­ვაქ­სის“ შემ­თხვე­ვა­შიც მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი “სპა­იკ ცი­ლაა“, რომ­ლი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი უკავ­შირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს და მხო­ლოდ ამის შემ­დგომ იწყებს გამ­რავ­ლე­ბას და სხვა და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას. ნო­ვა­ვაქ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს “ას­წავ­ლის“ “სპა­იკ“ ცი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რათა ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რილ კო­რო­ნა­ვირუსს უკვე მზა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი დახ­ვდნენ და ამოც­ნო­ბის­თა­ნა­ვე შე­ბო­ჭონ.

შე­ბო­ჭი­ლი “სპა­იკ“ ცი­ლით კო­რო­ნა­ვირუ­სი სრუ­ლი­ად უფუნ­ქციო ხდე­ბა და მას უკვე აღარ შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა.ვინც თვალს ადევ­ნებ­და ჩემს ბეჭ­დურ და ვი­დეო პოს­ტებს ვაქ­ცი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, მათ უკვე იცი­ან, რომ აქამ­დე ნაც­ნო­ბი კო­ვიდ-ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, “სპა­იკ“ ცი­ლას ადა­მი­ა­ნის უჯრე­დი გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და მის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­სტრუქ­ცის შე­სა­ბა­მი­სად.

რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ­გვა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­სტრუქ­ცია უჯრედ­ში მი­ი­ტა­ნე­ბა ლი­პი­დურ კონ­ვერ­ტში შე­ფუ­თუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის “სპა­იკ“ ცი­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რნმ მო­ლე­კუ­ლით, ას­ტრა­ზე­ნე­კას და ჯონ­სო­ნის შემ­თხვე­ვა­ში ინ­სტრუქ­ტო­რის როლი დნმ-ს ეკის­რე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უჯრედ­ში სხვა ვირუს­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მი­ი­ტა­ნე­ბა. ნო­ვა­ვაქ­სის­თვის ეს მე­ქა­ნიზ­მი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ალ­თე­ბე­ლი “სპა­იკ“ ცი­ლის შექ­მნა ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის გა­რეთ ხდე­ბა და შემ­დეგ უკვე მზა ცილა იფუ­თე­ბა ვაქ­ცი­ნად და ამით იც­რე­ბა ადა­მი­ა­ნი.

– სად ხდე­ბა “სპა­იკ“ ცი­ლის სინ­თე­ზი?

მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი “სპა­იკ” გენი შეჰ­ყავთ ბა­კუ­ლო­ვირუს­ში და შემ­დეგ ამ ვირუ­სით აა­ვა­დე­ბენ ჩრჩი­ლის უჯრედს. სწო­რედ ჩრჩი­ლის უჯრე­დებ­ში ხდე­ბა “სპა­იკ” ცი­ლის სინ­თე­ზი. ეს ჩვენ­თვის უკვე ძა­ლი­ან კარ­გად ნაც­ნო­ბი ტექ­ნო­ლო­გი­აა. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი გრი­პის და HPV ვაქ­ცი­ნე­ბი. შემ­დეგ უკვე ჩრჩი­ლის უჯრე­დებ­ში მო­წე­უ­ლი “სპა­იკ“ ცი­ლის “მო­სა­ვა­ლი“ გარ­და­იქ­მნე­ბა ნანო ნა­წი­ლა­კე­ბად. ნო­ვა­ვაქ­სის ნა­ნო­ნა­წი­ლა­კე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის “სპა­იკ“ ცი­ლის მო­ლე­კუ­ლურ სტრუქ­ტუ­რას იმე­ო­რე­ბენ და სწო­რედ ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მათ­თან შეხ­ვედ­რას პა­სუ­ხობს იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცი­ით.

იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცია ამ შემ­თხვე­ვა­შიც არის ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა “იმუ­ნუ­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის“ T და B ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის­გან და სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის­გან. მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ნო­ვა­ვაქ­სი მეხ­სი­ე­რე­ბის B ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით ხელს შე­უ­წყობს გრძელ­ვა­დი­ან იმუ­ნურ დაც­ვას, თუმ­ცა ამის დამ­ტკი­ცე­ბას დრო­ში დაკ­ვირ­ვე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

ნო­ვა­ვაქსმა ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა 2020 წლის იან­ვარ­ში და­ი­წყო. კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის პირ­ვე­ლი ფაზა მა­ი­სი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მე­სა­მე ფაზა კი სექ­ტემ­ბერ­ში 15,000 მო­ხა­ლი­სით და­ი­წყო და დე­კემ­ბერ­ში, კვლე­ვის ამე­რი­კულ ნა­წილ­ში უკვე 30.000 მო­ნა­წი­ლით გაგ­რძელ­და.

რო­გორც უკვე ვახ­სე­ნე ამ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში რნმ ვაქ­ცი­ნებს უტოლ­დე­ბა, თუმ­ცა, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ნაჩ­ვე­ნე­ბი 49%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბის გამო კომ­პა­ნია უკვე მუ­შა­ობს ვაქ­ცი­ნის ახალ ფორ­მუ­ლა­ზე, რო­მე­ლიც ახალ მუ­ტა­ცი­ას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლი მი­თე­ბის მოყ­ვა­რულთ აქ უკვე სრუ­ლი­ად გა­მოც­ლი­ლი აქვთ სა­ფუძ­ვე­ლი ზღაპ­რე­ბის შე­სა­თხზა­ვად. ვაქ­ცი­ნა მზად­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით. ალ­ბათ არა­ვინ იდა­ვებს იმა­ზე, რომ გრი­პის ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კურ კოდს არ ცვლის. ნო­ვა­ვაქ­სი მე­ქა­ნიზ­მით სწო­რედ მას ჰგავს.

  • “ნო­ვა­ვაქ­სი“ორ­დო­ზი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა და ინა­ხე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ცივ­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მე­ო­რე დო­ზის ინექ­ცია სა­ჭი­როა ერთი თვის ინ­ტერ­ვა­ლით.

კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის დე­ტა­ლე­ბი ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის. პრეს­რი­ლიზ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ნო­ვა­ვაქ­სის უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფი­ლი სა­ი­მე­დოა. ის ამ­ჟა­მად გა­დის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო შე­ფა­სე­ბას ამე­რი­კის წამ­ლის სა­ა­გენ­ტო­ში. ფიქ­რო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი საბ­ჭოს სა­ბო­ლოო სხდო­მა მა­ი­სის­თვის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა და ნო­ვა­ვაქსს აქვს კარ­გი შან­სი კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს. ნო­ვა­ვაქ­სიც ამე­რი­კუ­ლი ვაქ­ცი­ნაა” – წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

გაზიარება115

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

რატომ გაითიშა საქართველოში დენი – სემეკ-ი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა საკუთარი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა....

დაწვრილებითDetails

ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა
მთავარი

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.   ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"